Accessibility links

მოსამართლე ფილიშვილმა ლაშა ჩხარტიშვილი თავისი სასამართლოს სხდომიდან გააძევა


სასამართლოს შეურაცხყოფისთვის ლაშა ჩხარტიშვილი 300 ლარით დააჯარიმა და თავისი სასამართლოს სხდომიდან გააძევა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა ჩხარტიშვილმა ფილიშვილის აცილების საკითხი დააყენა, რადგან, მისი თქმით, დემონსტრანტების მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

ჩხარტიშვილი გაძევებას შეძახილით გამოეხმაურა: „ძირს ივანიშვილის დიქტატურა! ჩვენ გავიმარჯვებთ! ასეთი მოსამართლეები აღმოჩნდებიან ციხეში აუცილებლად მურუსიძესთან“.

29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე დემონსტრაციაზე 6 პირი დააკავეს, მათ შორის, ლაშა ჩხარტიშვილი.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შეიტყვეს, რომ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

აქტივისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა პროტესტი 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებას უკავშირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG