„ქართული ოცნების" მხარდამჭერები რჩებიან ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. გარდა ამისა, საპროტესტო აქციაზე მყოფმა მამაკაცმა პარტიის ოფისის კარს ბოქლომი დაადო. „კობა ოჩიგავა ვარ, თავისუფალი მოქალაქე“, - თქვა მან.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, ოპოზიციური პარტიის ოფისის შესასვლელთან იმყოფება ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი მარეხ ნიჟარაძე.
„მიშას მონებო" - ამ შეძახილებით მიმართავდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები. ადგილზე პოლიცია არის მობილიზებული.
„ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა ამ ფორმით უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებიც ქუთაისში „ქართული ოცნების“ ოფისზე ბოქლომის დასადებად მივიდნენ.
დაწერეთ კომენტარი