Accessibility links

logo-print logo-print

ლონდონის ტერაქტის შემდეგ მოკლულ ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა პაკისტანთან


ეჭვმიტანილი, რომელმაც ორი პირი სასიკვდილოდ დაჭრა დანით ლონდონში თავდასხმისას, ადრე ნასამართლევი იყო ტერორისტული დანაშაულისთვის და, სავარაუდოდ, „ტერორისტული სამხედრო საწვრთნელი“ ცენტრის ამოქმედებას გეგმავდა პაკისტანის ცენტრში. ამის თაობაზე ბრიტანეთის ხელისუფლება იტყობინება.

ხელისუფლებამ 30 ნოემბერს გამოაცხადა ეჭვმიტანილის ვინაობა. პოლიციის მიერ მოკლული პირი 28 წლის უსმან ხანია.

29 ნოემბერს, დაახლოებით დღის ორ საათზე, „ლონდონის ხიდზე“ მომხდარ თავდასხმაში სხვა ეჭვმიტანილს პოლიცია აქტიურად არ ეძებს.

პოლიციის ინფორმაციით, მისმა თანამშრომელმა მოკლა კაცი, რომელმაც დანით დაჭრა სასიკვდილოდ ერთი კაცი და ერთი ქალი და ასევე დაჭრა ერთი კაცი და ორი ქალი. პოლიციის ცნობით, მოკლულს აღმოაჩნდა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ყალბი გამოდგა.

„ხელისუფლებისთვის ის ცნობილი იყო 2012 წელს ჩადენილი ტერორისტული ქმედებისთვის“, განაცხადა კომისრის მოადგილე ნილ ბასუმ, რომელმაც დასძინა, რომ ხანი პატიმრობიდან 2018 წელს გათავისუფლდა „პირობით“. ბასუს სხვა დეტალები არ გაუმხელია, თქვა მხოლოდ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ეჭვმიტანილის საცხოვრებელ არეალში, სტაფორდშირშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG