Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძის დასკვნით, ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის, ხელისუფლების და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადად აჩვენა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ პოლიტიკური კონსულტაციები სამომავლოდ კიდევ გაიმართოს.

„პირველი შეხვედრა შედგა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც ჩვენ ოპოზიციის მისამართით არაერთხელ ვთქვით და რაც თქვეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, რომ პოლიტიკურ მხარეებს შორის ასეთი შეხვედრა არგუმენტების გასაცვლელად კარგი ფორმატი იქნებოდა. დღეს ეს მოხდა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა ცხადად, რომ ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისი არ არის, შესაბამისად, იმ ფორმით და იმ ინიციატივით, როგორც ეს ჰქონდა ოპოზიციას წარმოდგენილი, შეუძლებელია მისი განხორციელება“, - მიიჩნევს პარლამენტის თავმჯდომარე.

„დღეს, სანამ ეს შეხვედრა დამთავრდებოდა, რამდენიმე სხვა პოლიტიკურ საკითხზეც იყო დისკუსია და ამ საკითხების განხილვამ ასევე გვაჩვენა, რომ თვითონ ოპოზიციაც ყველა საკითხებზე არ არის შეთანხმებული, რომლებიც ამ ფორმატში წამოიჭრა. შესაბამისად, მომავალში არ გამოვრიცხავთ, რომ ასეთი პოლიტიკური კონსულტაციები კიდევ შედგეს. ჩვენ, როგორც დღეს, ისევე მომავალშიც პოლიტიკური კონსულტაციების გასაგრძელებლად მზად ვართ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, რასაც მმართველი პოლიტიკური ძალა გეგმავს, არის ის, რომ მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ მას აუცილებლად დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩავატარებთ. გარკვეული პასუხისმგებლობა 2020 წლის არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა აიღონ. დღეს, კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „გერმანული მოდელი“ არ არის შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან. ამაზე მომდევნო კონსულტაციებში შესაძლოა, კიდევ დავხარჯოთ დრო. ჩვენ თავიდანვე რამდენიმეჯერ მოვუწოდეთ ოპოზიციას, რომ დავუბრუნდეთ ნორმალურ პროცესს, დავუბრუნდეთ პოლიტიკურ განხილვებს და დისკუსიებს, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვიქნებით მომავალშიც“, - განაცხადა თალაკვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG