Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საზოგადოებების საბჭომ პრემიით ოთხი ირანელი ადვოკატი დააჯილდოვა


ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭომ 2019 წლის პრემიით უფლებების დაცვის სფეროში დააჯილდოვა ოთხი ირანელი ადვოკატი, რომლებიც საპატიმროში იმყოფებიან. მათ შორისაა უფლებადაცვის სფეროში ცნობილი ადვოკატი, ნასრინ სოთუდე, რომელსაც 2012 წელს სიტყვის თავისუფლების სფეროში ევროპის პარლამენტის, სახაროვის სახელობის პრემია მიენიჭა. სოთუდეს ირანში 38 წლით პატიმრობა და 148 შოლტის დარტყმა აქვს მისჯილი პოლიტიკური პატიმრების დაცვის გამო.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს პრემიის წლევანდელი ლაურეატები არიან: უფლებადაცვის ცენტრის თანადამაარსებელი, ადვოკატი აბდოლფათა სოლთანი, რომელიც საპატიმროშია 2011 წლიდან, მოჰამად ნაჯაფი, ასევე პოლიტიკური პატიმრების დაცვისთვის გასამართლებული და სალარ დავუდი, რომელსაც 30 წლით ციხე და 111 შოლტის დარტყმა აქვს მისჯილი პოლიტიკური პატიმრების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვისთვის.

ნობელის მშვიდობის პრემიის ირანელ ლაურეატს, შირინ ებადის ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭოს პრემია, სოთუდეს, სოლთანის, ნაჯაფის და დავუდის სახელით 29 ნოემბერს გადაეცა ბრიუსელში.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციების და სამართლის საბჭო 45 ქვეყნის იურისტთა გაერთიანებებს წარმოადგენს და მასში მილიონამდე იურისტი შედის.

ირანმა ბოლო წლებში გააძლიერა უფლებების დამცველ ადვოკატებზე ზეწოლა და არაერთი გაასამართლეს ადამიანის უფლებებისა და პოლიტიკური პატიმრების დაცვის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG