Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელმანდის პროვინციაში ავღანეთის არმიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცერი მოკლეს


ავღანეთის არმიის სასაზღვრო ჯარის მაღალი რანგის ოფიცერი მოკლეს აფეთქების დროს ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციაში. გენერალ ზაჰირ გულ მოღბილის მანქანა გზაზე დამონტაჟებულ ბომბზე აფეთქდა 30 ნოემბერს, დილით, ნავასა და მარჯას რაიონებს შორის, იტყობინება პროვინციის გუბერნატორი, მოჰამად იასინი.

მოღბილი სასაზღვრო ჯარებს მეთაურობდა არეალში ხუთი წლის განმავლობაში, განაცხადა ჰელმანდის პროვინციის პოლიციის წარმომადგენლმა, ზამან ჰამდარდმა.

აფეთქების შედეგად დაშავდა ორი სხვა ოფიცერი, უთხრა რადიო თავისუფლებას ჰელმანდის, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისის ხელმძღვანელმა, ზაჰირ ათალმა.

აფეთქებისას დაშავდა რეგიონული ტელეარხის, „შამშადის“ რეპორტიორი. სხვა ჟურნალისტები, რომლებიც ახლდნენ ავღანეთის უშიშროების ძალებს ადგილზე, არ დაშავებულან. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG