Accessibility links

logo-print logo-print

ერაყში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება, მიუხედავად პრემიერის განზრახვისა, გადადგეს


ერაყში გრძელდება ანტისამთავრობო გამოსვლები მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა, ადელ აბდელ-მაჰდიმ ერთი დღის წინ გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, გადადგეს ორთვიანი ზეწოლის და ქვეყნის უზენაესი სასულიერო პირის მხრიდან პარლამენტის მიმართ მოწოდების შემდეგ, არ დაუჭიროს მხარი მთავრობას.

"აბდელ მაჰდის გადადგომა მხოლოდ პირველი ნაბიჯია, ახლა ყველა კორუმპირებული პირი უნდა მოშორდეს და გასამართლდეს", ამბობს სამხრეთის ქალაქის, დივანიეში ერთ-ერთმა დემონსტრანტი.

დივანიეში, ისევე როგორც დედაქალაქ ბაღდადში, საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დედაქალაქში დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს უშიშროების ძალებს, რომლებიც სამთავრობო შენობებს იცავენ.

ერაყში გამოსვლები დაიწყო ოქტომბრის დასაწყისიდან, ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ სამუშაო ადგილებს და კორუფციისთვის ბოლოს მიღებას. არეულობის დაწყებიდან დღემდე 400-მდე პირი მოკლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG