Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დადგინდა ბერლინის ახალი აეროპორტის გახსნის თარიღი


ბერლინმა დაადგინა ახალი საერთაშორისო აეროპორტის გახსნის თარიღი ცხრა წლიანი გადადებისშემდეგ, რაშიც სტრუქტურულ პრობლემებს და კორუფციას ადანაშაულებენ.

ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის აღმასრულებმა დირექტორvა, ენგელბერტ ლიუტკე დალდრუპმა განაცხადა 29 ნოემბერს, რომ თვითმფრინავები დაიწყებენ აეროპორტზე დაჯდომას 2020 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო პირველი აფრენა მოხდება შემდეგ დღეს.

პროექტის არასწორმა წარმართვამ ბრანდენბურგის რეგიონში დარტყმა მიაყენა გერმანიის რეპუტაციას ბიზნესში ეფექტიანობის და პატიოსნების შესახებ.

აეროპორტი დაიგეგმა 1990-იან წლებში და მისი მშენებლობა უნდა დაწყებულიყო 2006 წელს, უნდა გახსნილიყო 2011 წელს, მაგრამ სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გgმო არ შედგა გახსნა.

2016 წელს ყოფილი მენეჯერი გაასამართლეს ქრთამის აღების აგმო. თავიდან აეროპორტის მშენებლობა 1,7 მილიარდი ევრო უნდა დამჯდარიყო, საბოლოოდ თანხამ 6,5 ბილიონს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG