Accessibility links

logo-print logo-print

ავღანეთში მაღალი რანგის თალიბი მოკლეს


თალიბანის მაღალი რანგის ოფიციალური წარმომადგენელი მოკლეს უშიშროების ძალებთან შეტაკებისას ჩრდილოეთ ავღანეთში, ჯუზჯანის პროვინციაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ყარი ნურიდინი და მისი ოთხი მცველი მარგაჯიქის რაიონში დახოცეს. ამ არეალში თალიბანის ძალები ბატონობენ, იტყობინება პროვინციის მთავრობის წარმომადგენელი, აბდულ მაარუფ აზარი. 30 ნოემბერს მომხდარი შეტაკებისას ოთხი თალიბი დაიჭრა სროლისას, რომელიც ღამით მოხდა, განაცხადა აზარმა, რომელიც დასძენს, რომ თალიბანის 25 წევრმა კავშირი გაწყვიტა სამხედრო გაერთიანებასთან და სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა.

აზარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ესენი მანგაჯიქელი ახალგაზრდა კაცები არიან. მისი თქმით, უმეტესობამ დატოვა სამშობლო და ირანსა და თურქეთში წავიდნენ სამუშაოს საძებნელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG