Accessibility links

დასრულდა რუსეთის და ჩინეთის შემაკავშირებელი პირველი საავტომობილო ხიდის მშენებლობა


პირველი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც რუსეთს და ჩინეთს შეაკავშირებს, დასრულდა. ის ოფიციალურად გაიხსნება გაისად, გაზაფხულზე.

ამის თაობაზე განაცხადა რუსეთის ამურის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ორლოვმა, რომლის თანახმად, ახალი ხიდი მდინარე ამურზე ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის შექმნას მოასწავებს. ხიდი აკავშირებს რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკს და ჩინეთის ქალაქ ჰეიეს.

518 მეტრის სიგრძის ხიდის მშენებლობა დაჯდა 295 მილიონი დოლარი. გავთალისწინებულია ხიდზე რკინიგზის გაყვანაც, რაც მარტში დასრულდება. მოსკოვსა და პეკინმა ხიდის მშენებლობაზე მოლაპარაკება დაიწყეს 1988 წელს. შემდეგომ, 1995 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას და მშენებლობა დაიწყო 20126 წელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG