Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: გვაშფოთებს მუქარები სამოქალაქო საზოგადოების მიმართ


ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ წინსვლასა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 1 დეკემბერს გავრცელებულ მიმართვაში.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, დელია ფერეირა რუბიოს განცხადებით: „საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეშფოთებას იწვევს. სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული აზრის დისკრედიტაციის მცდელობა აზიანებს ჯანსაღი დემოკრატიის საფუძვლებს. ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს მუქარების გაგრძელება ჩვენი წარმომადგენლობის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიმართ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომლითაც არ შესრულდა პირობა 2020 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ბოლო ორი კვირის მანძილზე ქუჩაში ათასობით მოქალაქის პროტესტი გამოიწვია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლებას და იპოვოს კონსტრუქციული გზები პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩასართავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG