Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: როდესაც დავინახავ, რომ ძალაუფლებისთვის ჯანსაღი ძალები იბრძვიან, გვერდზე გავდგები, მანამდე - არა


„თბილისის არეულობა ქართველი მილიარდერის ოცნებას კოშმარებით ემუქრება“, - ასე დაასათაურა Bloomberg-მა 30 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატია. მისი ავტორები ბიძინა ივანიშვილს პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის კენჭისყრამდე, ჭორვილაში შეხვდნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიმდინარე მოვლენებზე, ქველმოქმედებაზე, რუსეთსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ილაპარაკა.

„მერჩივნა, პოლიტიკოსის ნაცვლად მებაღე ვყოფილიყავიო“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა და განაცხადა, რომ გვერდზე გადგება, „როდესაც დაინახავს, რომ ძალაუფლებისთვის უფრო ჯანსაღი ძალები იბრძვიან“. მან ასევე დააკონკრეტა, თუ ვის გულისხმობს არაჯანსაღ ძალებში: „ჩვენ რომ გვქონდეს არჩევანი „ქართულ ოცნებასა“ და კიდევ ვინმეს შორის, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“, მე წავიდოდი და ვეღარ მნახავდით პოლიტიკასა თუ პარლამენტში. სოფელს აღარ დავტოვებდი“, - უთხრა მან „ბლუმბერგს“.

რუსეთთან ურთიერთობები ბიძინა ივანიშვილმა ასე შეაფასა: „სიგიჟეა, რაც რუსეთმა გააკეთა… მაგრამ თუ კედელს ავაშენებთ, გავაღვივებთ სიძულვილს და ერთმანეთის ლანძღვას დავიწყებთ, როგორც სააკაშვილი აკეთებდა, სიტუაცია არასოდეს მოგვარდება“.

ქველმოქმედებაზე ლაპარაკისას ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ ამაში საკუთარი ქონების 90 პროცენტის დახარჯვას გეგმავს. მისი თქმით, საკონცერტო დარბაზების, მუზეუმების, სტადიონების, ბოტანიკური ბაღების, საავადმყოფოებისა და ეკლესიების მშენებლობაში უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG