Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაბედეს" აქტივისტებს სასამართლოს ეზოში ლობიო არ დაათესვინეს


მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა 1 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ მანდატურებმა არ მისცეს. საბოლოოდ აქტივისტებმა ლობიო სასამართლოს ტერიტორიის გარეთ დათესეს. აქციის მონაწილეებმა ამგვარად გააპროტესტეს ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება. ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის წინ გამართულ აქციაზე დააკავეს. მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა მას რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ რადგან ჩხარტიშვილი ჰაერში ლობიოს მარცვლების აყრისთვის დააკავეს, პროტესტს თვითონაც ლობიოს მეშვეობით გამოხატავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG