Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ნებართვის გარეშე ქვეყანას ვერ დატოვებს


საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ნიკა გვარამიას გენერალური პროკურატურის ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვების უფლება არა აქვს. პროკურატურის ეს კომენტარი პასუხია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მიერ „ფეისბუკით“ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც ის ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვებაზე ლაპარაკობდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ 11 აგვისტოს ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო შეუფარდა. გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ეკრძალება გენერალური პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG