Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი პირი დააკავეს პანკისში მკვლელობის საქმეზე


შსს-მ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას ვისო მუთოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა. დაკავებულები არიან 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. სხვა ინფორმაცია სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG