Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა კაბინეტის გადადგომა დაამტკიცა


ერაყის პარლამენტმა დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის, ადელ აბდელ მაჰდის მთავრობის გადადგომა ორთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რასაც 400-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

პარლამენტის თავმჯდომარემ 1 დეკემბერს განაცხადა, რომ ახლა თხოვნით მიმართავს პრეზიდენტ ბარჰამ სალეჰს, დაასახელოს ახალი პრემიერი.

აბდელ მაჰდიმ 29 ნოემბერს გამოაცხადა გადადგომის შესახებ რამდენიმე კვირიანი არეულობის და ქვეყნის უზენაესი სასულიერო პირის, დიდი აიათოლა ალი ალ-სისთანის მოწოდების შემდეგ, შეეწყვიტა პარლამენტს პრემიერის და მისი მთავრობის მხარდაჭერა. ალ-სისთანიმ დაგმო ძალის გამოყენება დემონსტრანტების წინააღმდეგ და მოუწოდა კანონმდებლებს, შეეწყვიტათ კაბინეტისთვის მხარდაჭერა. მან ასევე მოუწოდა დემონსტრანტებს უარი ეთქვათ ძალადობისა და ვანდალიზმითვის.

1 დეკემბერს გავრცელდა ცნობა, რომ ერაყის ხელისუფლებამ ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა, რადგან მან ბრძანა ანტი-სამთავრობო გამოსვლების ჩახშობა დი ქარის პროვინციაში.

არაერთმა უფლებადამცავმა ჯგუფმა დასდო ბრალად ერაყის ძალებს გადაჭარბებული ძალის გამოყენება საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG