Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხო ენების ტესტებში სიახლეებია


2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები შედის. ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ცენტის თანახმად, უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება. კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.

„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12-საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებსაც აქვეყნებს, რაც აბიტურიენტებსა და დაინტერესებულ პირებს ცენტრის ვებგვერდზე შეუძლიათ იხილონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG