Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადრიდში იწყება ყოველწლიური კონფერენცია კლიმატის ცვლილებების თემაზე


მადრიდში იწყება ყოველწლიური კონფერენცია კლიმატის ცვლილებების თემაზე. თავდაპირველად მისი ჩატარება დაგეგმილი იყო ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში, მაგრამ იქ მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლების გამო შეხვედრა ესპანეთში გადაიტანეს.

კონფერენციის დროს საპროტესტო აქციებს გეგმავს მოძრაობა „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ“. როგორც BBC იტყობინება, ორშაბათს მადრიდის ქუჩებში დედები ჩვილებს ძუძუს აჭმევენ, რათა ხაზი გაუსვან, რომ სწორედ მომავალ თაობას მოუწევს იმ შეცდომების საზღაურის გადახდა, რომლებსაც ამჟამად ხელისუფლებაში მყოფები უშვებენ.

მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს ბუნების წინააღმდეგ ომი და მეტი პოლიტიკური ნება გამოავლინოს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, - განაცხადა კონფერენციის გახსნის წინ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. ის გამოვიდა მოწოდებით, მკაცრად შესრულდეს პარიზის 2015 წლის ხელშეკრულება, რომელიც სამრეწველო ემისიის შემცირების ზომებს ეხება, და გამოყენებულ იქნეს ენერგიის განახლებადი წყაროების უპირატესობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG