Accessibility links

გაიხსნა რუსეთ-ჩინეთის გაზსადენი „ციმბირის ძალა“


"ციმბირის ძალის" გახსნის ტელეკონფერენცია

რუსეთმა და ჩინეთმა გახსნეს პირველი გაზსადენი, რომელიც მსოფლიოში გაზის უდიდეს ექსპორტიორს აკავშირებს მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკასთან.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებული, ნამდვილი ისტორიული მოვლენაა არა მხოლოდ ენერგეტიკის გლობალური ბაზრისთვის, არამედ პირველ რიგში ყველასთვის, თქვენთვის და ჩვენთვის, რუსეთისა და ჩინეთისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2 დეკემბერს, ტელეკონფერენციისას გამართულ ცერემონიაზე, რომელშიც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც მონაწილეობდა.

3000-კილომეტრიანმა გაზსადენმა „ციმბირის ძალამ“ გაზის გადატუმბვა დაიწყო რუსეთის აღმოსავლეთში მდებარე უზარმაზარი რეზერვებიდან ჩინეთის საზღვრისკენ, სადაც მას ჩინეთი დაუკავშირებს საკუთარ მილსადენს, რათა დააკმაყოფილოს ენერგიაზე მზარდი მოთხოვნები.

პროექტი არის „თანამშრომლობის მოდელი, რომელიც სასარგებლოა ორივე ქვეყნისთვის“, - თქვა სი ძინპინმა. მისი თქმით, რუსეთ-ჩინეთის კავშირების განვითარება „არის და იქნება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი ჩვენი ორი ქვეყნისთვის“.

პროექტი მომდინარეობს 400 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტიდან, რომლის შესახებაც 2014 წელს იქნა მიღწეული შეთანხმება რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომსა“ და ჩინეთის CNPC-ს შორის. გაზსადენი წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის ჩინეთს 30 წლის განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG