Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის უშიშროების კომიტეტი პრემიერს და რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს დაუსვამს შეკითხვებს კორუფციაზე ანგარიშის გარშემო


ანტიკორუფციული მსვლელობა ბიშკეკში, 2019 წლის 25 ნოემბერი
ანტიკორუფციული მსვლელობა ბიშკეკში, 2019 წლის 25 ნოემბერი

ყირგიზეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ შეკითხვებს დაუსვამს პრემიერ-მინისტრ მუხამედკალი აბილგაზიევს, ასევე დეპუტატებს და ჟურნალისტებს, მათ შორის, რადიო თავისუფლების ორ რეპორტიორს, ქვეყნის საბაჟო სისტემაში ფართო კორუფციისა და დიდი რაოდენობის ნაღდი ფულის ქვეყნიდან გატანის თაობაზე.

კომიტეტის წარმომადგენელმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ყირგიზეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის გუნდის წევრებიც მისცემენ ჩვენებას.

ჩვენების ჩამორთმევის აუცილებლობა გაჩნდა ერთობლივი გამოძიების შედეგად, რომელსაც წარმართავენ რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური, „კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების პროექტი“ და ყირგიზეთის ახალი ამბების საინტერნეტო გამოცემა, Kloop-ი.

ჩვენების მისაცემად გამოძახებული არიან რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის ჟურნალისტები, მუხამედალი ტოკტაკუნოვი და იდირის ისაკივი.

გამოძიების ანგარიშის თანახმად, 37 წლის იუღური ბიზნესმენი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონ სინიანიდან, აირქენ საიმაითი, საიდუმლოდ გადასცემდა რეპორტიორებს იმის დამადასტურებელ დოკუმენტებს, თუ როგორ გაჰქონდათ ასეულმილიონობით დოლარი აბდუქადირის, ჩინეთში დაბადებული, ყაზახური პასპორტის მქონე ეთნიკური იუღურის მიერ შექმნილი ქსელის მეშვეობით.

საიმაითი სტამბოლში, 10 ნოემბერს მოკლეს.

ყირგიზეთის ფინანსური პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან ერთ მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ნაღდი ფულია გატანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG