Accessibility links

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს


ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ახალი გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი

არგენტინელმა დიპლომატმა, რაფაელ გროსიმ ფიცი დადო როგორც გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ახალმა გენერალურმა დირექტორმა. ვენაში დაფუძნებული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მიერ გროსის თანამდებობაზე დამტკიცების ფონია ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მზარდი დაძაბულობა.

58 წლის გროსი მოვალეობის შესრულებას შეუდგება ოთხი წლით 3 დეკემბერს. მან ამ პოსტზე შეცვალა იუკია ამანო, რომელიც მესამე ვადით თანამდებობაზე ყოფნისას გარდაიცვალა წელს, ივლისში.

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IAEA), სხვათა შორის, დაკავებულია 2015 წელს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ ირანთან დადებული შეთანხმების პირობების შესრულების მეთვალყურეობით.

აშშ-მა შარშან შეთანხმება დატოვა და სანქციები დაუწესა ირანს, რაც დიდ ზიანს აყენებს მის ეკონომიკას. ბირთვული შეთანხმების პირობით, ირანისთვის უნდა გაეუქმებინათ ადრინდელი სანქციები მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

გროსის თავისი გამოსვლისას არ უხსენებია ირანის ბირთვული პროგრამა. ბირთვული სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მის სააგენტოს გამორჩეული წვლილი შეაქვს მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG