Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკანონმდებლო ორგანოს დაშლას აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს, გაიმართება რიგგარეშე არჩევნები


აზერბაიჯანის ეროვნულმა კრებამ, რომელშიც მმართველი „ახალი აზერბაიჯანის პარტია“ დომინირებს, დაამტკიცა წინადადება, დაიშალოს პარლამენტი და სთხოვონ პარტიის ლიდერს, პრეზიდეტ ილჰამ ალიევს, დანიშნოს რიგგარეშე გენერალური არჩევნები.
როგორც მოელოდნენ, საკანონმდებლო ორგანო ერთხმად მიემხრო წინადადებას, რომლის მიზანია ალიევის, რეფორმებისა და საკადრო ცვლილებების, პოლიტიკის მხარდაჭერა. 99 დეპუტატი მიემხრო წინადადებას, ერთი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა.

ოფიციალური პირების თანახმად, რიგგარეშე არჩევნები აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს მოდერნიზებას შეუწყობს ხელს და დააჩქარებს ეკონომიკური რეფორმების კურსს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი უფლებამოსილია, დაშალოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

არჩევნები პარლამენტის დაშლიდან სამ თვეში უნდა გაიმართოს.

2015 წლის არჩევნებში, რომელშიც აზერბაიჯანის არცერთი ოპოზიციური ძალა არ მონაწილეობდა ბოიკოტის გამო, მმართველმა პარტიამ მთელ ქვეყანაში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს, რომლის მოსახლეობა ათ მილიონს აღწევს, ალიევი მართავს მამამისის სიკვდილის შემდეგ, 2003 წლიდან.

მიუხედავად ენერგორესურსებისა, ქვეყანას ბოლო წლებში ეკონომიკური სიძნელეები აქვს.

მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება მზარდი ინფლაცია, უმუშევრობა და პირველადი მოხმარების პროდუქტის სიძვირე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG