Accessibility links

ლავროვმა და ალიევმა მთიან ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხი განიხილეს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა ბაქოში, 2018 წლის დეკემბერი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განიხილა მთიანი ყარაბაღის გაყინული კონფლიქტის მოგვარების საკითხი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას, რომელიც ბაქოში გაიმართა ლავროვის იქ ვიზიტის მეორე დღეს.

ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაინტერესებულია განხორციელდეს ნდობის აღდგენის ზომები, როგორც აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის ვითარების მოგვარების ნაწილი.

არეალი უპირატესად სომხებითაა დასახლებული. მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა აზერბაიჯანისგან გამოაცხადა 1988-1994 წლების ომის შემდეგ. კონფლიქტს ემსხვერპლა 30 ათასი ადამიანი, იძულებით გადაადგილებულია ასეულ ათასობით ადამიანი. რუსეთის შუამავლობით მხარეებმა მიაღწიაეს მყიფე ზავს. რეგიონს სომხური ძალები აკონტროლებენ. აზერბაიჯანი თვლის, რომ მათ სომხეთი ეხმარება. რეგიონის დამოუკიდებლობა არცერთ სახელმწიფოს უცვნია.

კონფლიქტის მოგვარებაში ჩართულია ეუთოს ე.წ. მინსკის ჯგუფი, რომელში შედიან რუსეთი, აშშ, საფრანგეთი, და რომელიც შუამავლობას სწევს კონფლიქტის მოგვარებაში. მინსკის ჯგუფის ეგიდით მარტში ერთმანეთს შეხვდნენ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG