Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეო მესის მეექვსედ გადაეცა „ოქროს ბურთი“


ლეო მესი
ლეო მესი

„ბარსელონას“ ფორვარდი ლეო მესი „ოქროს ბურთს“ მეექვსედ დაეუფლა, რაც ამ პრესტიჟული ჯილდოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. „ფრანს ფუტბოლის“ მიერ ორგანიზებული ტრადიციული ღონისძიება პარიზში გაიმართა. არგენტინელის მთავარი კონკურენტები იყვნენ „ლივერპულის“ ჰოლანდიელი მცველი ვირგილ ვან დეიკი და „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდო იყვნენ, რომლებმაც საბოლოოდ მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

„ოქროს ბურთის“ ნომინაციის საუკეთესო ათეულში მეოთხედან მეათე პოზიციამდე გადანაწილდნენ: სადიო მანე (ლივერპული), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე (პსჟ), ალისონი (ლივერპული), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი) და რიად მაჰრეზი (მანჩესტერ სიტი).

ლიონელ მესი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გახდა. აქამდე ის „ოქროს ბურთს“ 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში დაეუფლა. მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ყველა ტურნირზე, 54 თამაშში 46 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG