Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 7%-ს მიაღწია


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა. წლიური ინფლაციის დონე 7%-ია. ოფიციალური სტატისტიკით, ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით 0.8% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების 6.3%-იანი ზრდაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ერთი თვის წინ, 4 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.8% იყო, ხოლო წლიურის 6.9%.

დღევანდელი სტატისტიკით, 2019 წლის ნოემბერში, გასული წლის ნოემბერთან შედარებით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 4.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 3.5%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 1.2%-იანი მატებაა და ამ ჯგუფის წვლილმა ნოემბრის ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი);

რძე, ყველი და კვერცხი (2.7 პროცენტი);

ყავა, ჩაი და კაკაო (2.1 პროცენტი);

პური და პურპროდუქტები (1.3 პროცენტი);

თევზეული (1.0 პროცენტი).

ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-5.8 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფში ფასები მომატებულია 2.0 პროცენტით, რაც 0.14 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (3.4 პროცენტი);

დასვენების, გართობისა და კულტურის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.7-პროცენტიანი მატება, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები გაიზარდა ტურისტული მოგზაურობის ქვეჯგუფზე (3.1 პროცენტი);

ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფში ფასები მომატებულია 2.1 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (5.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (0.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა.

წლის განმავლობაში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ხილი და ყურძენი (30.3 პროცენტი);

ბოსტნეული და ბაღჩეული (16.2 პროცენტი);

რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი);

თევზეული (14.5 პროცენტი);

ხორცი და ხორცის პროდუქტები (13.1 პროცენტი);

პური და პურპროდუქტები (11.9 პროცენტი);

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.5 პროცენტი);

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.2 პროცენტი);

ყავა, ჩაი და კაკაო (3.9 პროცენტი);

ზეთი და ცხიმი (2.8 პროცენტი).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG