Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში მუშაობას იწყებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი


ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები შეიკრიბნენ ლონდონში, სადაც იწყება ალიანსის ორდღიანი სამიტი. 70-წლიანი ალიანსის სამიტისთვის მზადება დაჩრდილა დებატებმა თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ, ასევე სირიის მიმართ პოლიტიკამ და დაპირისპირებამ საფრანგეთსა და თურქეთს შორის.

არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა გააძლიერა თავისი შესაძლებლობები, შეასრულოს ევროპის დაცვის მისია.

სამიტის წინ გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ სირთულეების მიუხედავად, სინამდვილე ისაა, რომ წლების განმავლობაში ერთად ვართ. მან CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნატო არის „ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან ჩვენ გვაქვს უნარი, შევიცვალოთ კვლავ და კვლავ, როცა სამყარო იცვლება ხოლმე“.

სამ დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო პასუხს გასცემს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე ნებისმიერ თავდასხმას. მისი თქმით, ნატო რუსეთს უგზავნის ძალიან ცხად სიგნალს: „თუ თავდასხმა მოხდება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებზე, მთელი ალიანსი გასცემს ამას პასუხს“.

კრიტიკა გაისმა თურქეთის მიმართ იმის გამო, რომ შეისყიდა რუსული წარმოების საჭერო თავდაცვის სისტემები.

სტოლტენბერგმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ ცხრა ნატოელი მოკავშირე ხარჯავს საერთო ეროვნული შემოსავლის ორ პროცენტს თავდაცვისთვის, რამდენიმე წლის წინ კი მათი რიცხვი სამი იყო.

ნატო აშშ-მა, კანადამ და ევროპის 10-მა სახელმწიფომ დააარსეს 1949 წელს, როგორც კოლექტიური თავდაცვითი კავშირი საბჭოთა ექსპანსიის გამო შეშფოთების ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG