Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი: ნატოს მაკრონისეული შეფასება "ძალიან შეურაცხმყოფელი იყო"


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 3 დეკემბერს, ლონდონში განაცხადა, რომ მისი ფრანგი კოლეგის, მაკრონის კრიტიკა ნატოს მიმართ, რომ ალიანსი „ტვინით მკვდარია“, ძალიან შეურაცხმყოფელი იყო.

ტრამპა თქვა, რომ არავის სჭირდება ალიანსი ისე, როგორც საფრანგეთს.

ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ნატოს სამიტის გახსნამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა თქვა, რომ „ნატო დიდ მიზანს ემსახურება“.

ტრამპმა დაიცვა სტოლტენბერგი და აღნიშნა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა ბევრად გაზარდეს თავდაცვის ხარჯები გენერალური მდივნის ზეწოლის შედეგად.

აშშ-ის პრეზიდენტი, მისი თქმით, აპირებს, შეხვდეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. აქამდე არ იყო ცნობილი, შეხვდებოდა თუ არა ტრამპი ჯონსონს პირისპირ ამ ვითარებაში, არჩევნებამდე ათი დღით ადრე.

ტრამპს რეპორტიორებმა ჰკითხეს მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის თაობაზე, რაზეც უპასუხა, რომ საიმპიჩმენტო გამოძიება მის წინააღმდეგ „სიყალბეს“ ეფუძნებოდა, რომელსაც იყენებდნენ დემოკრატები პოლიტიკური თამაშისთვის, რადგან სხვაგვარად 2020 წლის არჩევნებს წააგებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG