Accessibility links

site logo site logo

ტრამპმა ირანი დაადანაშაულა საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას „დიდი რაოდენობის“ დემონსტრანტების მოკვლაში


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადანაშაულა ირანი საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისას „დიდი რაოდენობის“ დემონსტრანტების მოკვლაში.

ტრამპი იშველიებს არაოფიციალურ მონაცემებს ასეულობით დახოცილის შესახებ, რასაც თეირანი „სრულ სიცრუეს“ უწოდებს.

„ირანი შეიძლება ახლა ათასობით ადამიანს ხოცავს, როცა ჩვენ აქ ვლაპარაკობთ. ამიტომაც გადაკეტეს ინტერნეტი, რომ ხალხმა ვერ გაიგოს რა ხდება“, - თქვა ტრამპმა ლონდონში, სადაც ნატოს სამიტზე ჩავიდა.

თეირანის პოლიციის უფროსმა განაცხადა 3 დეკემბერს, რომ დემონსტრაციების დროს ოთხი „მთავარი დამნაშავე“ დაკავებულია და სხვა დამრღვევების ძებნა გრძელდება.

2 დეკემბერს ამნესტი ინტერნეშენელმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ სულ მცირე, 208 ადამიანი იქნა მოკლული ირანში გამოსვლების ჩახშობის დროს. ისლამური რესპუბლიკის იუსტიციის უწყების წარმომადგენელმა, ღოლამჰოსეინ ესმაილიმ ეს ცნობა უარყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG