Accessibility links

logo-print logo-print

აშშ-მა შესაძლოა საჯარიმო გადასახადები დაუწესოს საფრანგეთიდან იმპორტირებულ საქონელს


კოსმეტიკური საწარმო საფრანგეთში

აშშ-მა შესაძლოა 2,5 მილიარდი დოლარის მოცულობის საჯარიმო გადასახადები დაუწესოს საფრანგეთიდან იმპორტირებულ საქონელს პასუხად ამერიკული კორპორაციებისთვის დაწესებულ „ციფრულ გადასახადზე“. დამატებითმა მოსაკრებელმა შამპანურზე, ჩანთებზე, ყველზე, კოსმეტიკასა და ათობით სხვა ტიპის საქონელზე შესაძლოა 100%-ს მიაღწიოს.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისმა განაცხადა, რომ საფრანგეთში მოქმედი „ციფრული გადასახადი“ ამერიკის 30-მდე კომპანიას ეხება. მათ შორის არიან Google-ი, Microsoft-ი, Facebook-ი, Apple-ი და Amazon-ი.

საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ „ევროპის კავშირი მზად იქნება, მიიღოს საპასუხო ზომები, თუკი აშშ ახალ სანქციებს შემოიღებს“.

ივლისში საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონპროექტი ციფრული მომსახურების უდიდესი კომპანიების დაბეგვრის შესახებ. ბეგარა შეადგენს საფრანგეთში საერთო საქონელბრუნვის 3%-ს. ის ეხება ყველა კომპანიას, რომლის ბრუნვა აღემატება 25 მილიონ ევროს საფრანგეთში და 750 მილიონ ევროს მსოფლიოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG