Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთის მერიის შენობაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა


ქობულეთის მერიაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

თავდაპირველად ინციდენტი ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბონდო თედორაძესა და ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს შორის მოხდა. ისინი ერთმანეთს ზონდერს, უზრდელსა და კრიმინალს უწოდებდნენ.

ამის შემდეგ ერთმანეთს მერიის თანამშრომლები და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიციამ მერიის შენობიდან რამდენიმე პირი გაიყვანა, ერთი კი დააკავა.

ამ ინციდენტის შემდეგ ერთმანეთს მერი მირიან ქათამაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი დაუპირისპირდნენ. ქათამაძე ოპოზიციას მერიის და საკრებულოს მუშაობის პარალიზების მცდელობასა და პროვოკაციაში ადანაშაულებდა, ბაგრატიონს კი აინტერესებდა, რას აკეთებდნენ შენობაში „ქართული ოცნების“ აქტივისტები.

ქობულეთის საკრებულოს დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ირწმუნებოდნენ, რომ სამუშაო ოთახებში შესვლა უნდოდათ და ამის საშუალებას მერიის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ აქტივისტები არ აძლევდნენ. მერის მტკიცებით, მუნიციპალიტეტის შენობაში აქტივისტები არ იმყოფებოდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG