Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად


ყაზახეთში, სულ მცირე, რვა ადამიანი დაიღუპა ავტობუსის ავარიის შედეგად. საგანგებო ვითარებათა სამინისტროს ცნობით, 3 დეკემბერს ავტობუსი მოყინულ ტრასაზე გადაბრუნდა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ყიზილორდის რეგიონში.

ავტობუსში 35 მგზავრი იყო, ავარიის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. მგზავრთა მოქალაქეობის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საგზაო წესების დარღვევის მუხლით.

ევროსტატის თანახმად, ყაზახეთი შედის მსოფლიოს იმ ქვეყნების ხუთეულში, სადაც ყველაზე მეტია საგზაო შემთხვევები.

მთავარ მიზეზებად ასახელებენ მოძრაობის წესების უგულებელყოფასა და გზების ცუდ მდგომარეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG