Accessibility links

site logo site logo

გერმანია ეჭვობს, რომ ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთია კავშირში


გერმანიის ფედერალური პროკურატურა ბერლინში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეს ჩაიბარებს.

გერმანიის მედიის ცნობით, ფედერალური პროკურატურა გაააგრძელებს აგვისტოში ბერლინში მოკლული ეთნიკური ჩეჩნის საქმის გამოძიებას, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ რუსეთის დაზვერვაა მკვლელობასთან დაკავშირებული.

40 წლის ხანგოშვილი რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლა ჩეჩნეთის ომში. ის ბერლინის პარკში, „კლაინერ ტირგარტენში“ ზურგიდან ტყვიის გასროლით მოკლა ველოსიპედისტმა 23 აგვისტოს.
მალევე ცხელ კვალზე დააკავეს ეჭვმიტანილი - რუსეთის მოქალაქე.

გერმანიის „შპიგელი“ იტყობინება, რომ ფედერალური პროკურატურის ოფისი ეჭვობს, რომ მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო ორგანოებმა შეუკვეთეს. გამოცემის თანახმად, ფედერალური პროკურატურა ემზადება მომავალ დღეებში საქმეში ჩასართავად.

ინფორმაციას ადასტურებენ სხვა სააგენტოებიც, მათ შორის, როიტერსი, რომელსაც მოჰყავს გერმანიის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლის ნათქვამი, რომ მათ აქვთ დასტური, რომ უცხოეთის დაზვერვის სამსახური დგას მკვლელობის უკან.

ეჭვმიტანილი მოქმედებდა ვადიმ სოკოლოვის პასპორტით, რომლის ნომერი უკავშირდება რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გრუ-ს, ასკვნიან ერთობლივი გამოძიების შედეგად „შპიგელი“, რუსეთის „ინსაიდერი“ და ბრიტანული „ბელინგკეტი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG