Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში დასრულდა გამოძიება მამის მკვლელობაში ბრალდებული დები ხაჩატურიანების საქმეზე


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, დასრულდა გამოძიება დები ხაჩატურიანების საქმეზე, რომლებსაც მამის მკვლელობაში ედებათ ბრალი. კრესტინა და ანგელინა ხაჩატურიანების საქმე - ადამიანთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი მკვლელობის მუხლით - პროკურატურას გადაეცა. უმცროს დას, მარიას, ძალდატანებითი მკურნალობა დაენიშნა. ის შეურაცხადად იქნა მიჩნეული ბოროტმოქმედების ჩადენის მომენტში. მისი საქმე ცალკეა გამოყოფილი.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, რომელსაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში აყენებდა მამა შვილებს, ბრალდებულებს შემამსუბუქებელ გარემოებად ეთვლებათ. თავად მკვლელობა შარშან ივლისში მოხდა მოსკოვის გარეუბანში. დებმა თვითონ გამოუძახეს პოლიციას და აღიარეს დანაშაული. მათი თქმით, მამა მრავალი წლის განმავლობაში სცემდა და სექსუალურად ძალადობდა მათზე. დების დაცვა საქმის შეწყვეტას მოითხოვს. ადვოკატები არც წარმოდგენილ ბრალდებას ეთანხმებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG