Accessibility links

logo-print logo-print

ოხანაშვილი: ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ?!


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა 2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლების დაპირისპირებას აქტივისტებთან.

„მე არასოდეს ვიქნები ახალგაზრდებს შორის რაიმე დაძაბული სიტუაციის შექმნის მომხრე. ლოგიკურია, რომ არიან ახალგაზრდები, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ნეგატიური გამოცდილება აქვთ და თავიანთ ემოციებს გამოხატავენ. მინდა ყველა მხარეს, მათ შორის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ ისინი განათლებული ახალგაზრდები არიან და აქვთ იმის რესურსი, რომ ცივილურად ისაუბრონ. დარწმუნებული ვარ, ეს ახალგაზრდები „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერ“ დაჯგუფებებს არ მისცემენ არანაირ საბაბს, რომ რაიმე დაძაბულობა შეიქმნას. ეს ახალგაზრდებიც ხომ არიან იმ მშობლების შვილები, რომლებსაც აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ქონებას ართმევდნენ?! ამ ადამიანებს არ ექნებათ ემოცია და დამოკიდებულება?! რა თქმა უნდა, ექნებათ. ყველას ექნება ემოცია. ეს ახალგაზრდებიც არიან იმ ადამიანის შვილები, დები ან ძმები, რომლებსაც აწამებდნენ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლების პირობებში. წამება, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი...“ - თქვა ოხანაშვილმა.

2 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“, „გაბედესა“ და „შეცვალეს“ წარმომადგენლების აქციას (სახელწოდებით "რამდენს ბედავთ?") პერიოდულად თავს ესხმოდნენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები.

„სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავდა აქციის 5 მონაწილე.

აქტივისტებმა მმართველი პარტიის ოფისთან აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ოფისთან „გაბედეს" წარმომადგენლები დააკავეს. მათ სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა ჰქონდათ მიტანილი და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის კითხვა დაესვათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG