Accessibility links

logo-print logo-print

ემანუელ მაკრონი რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის მომხრეა


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთთან მოლაპარაკებების მოწოდებით გამოვიდა. „მნიშვნელოვანია, სტრატეგიული დიალოგი გვქონდეს რუსეთთან,“ განაცხადა მაკრონმა 3 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს, ნატოს სამიტის კულუარებში.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიანიშნა, რომ რუსეთი მზადაა ნატოსთან თანამშრომლობისთვის საერთო საფრთხეების, მათ შორის საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მაგრამ დაიჩივლა, რომ მჭიდრო კავშირების დამყარების თაობაზე მის მცდელობებს აბრკოლებენ.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა შემრიგებლური პოზიცია დაიკავა მაკრონის მიმართ. მანამდე მან საფრანგეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა ამ უკანასკნელის განცხადების გამო, რომ ნატო „ტვინის კვდომას“ განიცდის.

ნატოს ორდღიანი სამიტისთვის მზადებას ჩრდილი მიაყენა ალიანსის შიგნით კამათმა თავდაცვის ხარჯებზე, სირიის მიმართ პოლიტიკაზე და საფრანგეთსა და თურქეთს შორის დაპირისპირებაზე.

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა სამშაბათს ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, სამიტის წინ მოლაპარაკებები შესანიშნავად მიმდინარეობს. ნატო „ისტორიაში ყველაზე წარმატებული ალიანსია“, უთხრა სტოლტენბერგმა CNN-ს სამიტის წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG