Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიება დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან მომხდარ ფაქტზე


სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) დაიწყო გამოძიება, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მომხდარ ფაქტზე, - ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის, ლევან კვირკვაიაზე დაყრდნობით იტყობინება „რუსთავი 2“.

როგორც კვირკვაია ამბობს, იმ შემთხვევაში, თუკი გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა კონკრეტული პირების ბრალეულობა, სამართალდამცავები შესაბამის ზომებს მიიღებენ.

3 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისთან აგრესიულად განწყობილი ჯგუფის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს აგინებდნენ, შენობას კვერცხებს, ყავარჯნებსა და ბოთლებს ესროდნენ. ოფისთან მიიტანეს პლასტმასის კასრები. ჩაამსხვრიეს შენობის ფასადის მინა და მათი ნასროლი ყავარჯენი პოლიციელს თავში მოხვდა. შეკრებილებს შორის იყო ზუგდიდის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG