Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში ებრაელთა სასაფლაო წაბილწეს


პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კაცენჰაიმის ებრაელთა სასაფლაოზე, 2019 წლის 19 თებერვალი
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კაცენჰაიმის ებრაელთა სასაფლაოზე, 2019 წლის 19 თებერვალი

საფრანგეთის ელზასის მხარეში კვლავ წაბილწეს ებრაელთა სასაფლაო. ამჯერად, ვანდალების სამიზნედ იქცა ვესტოფენის კომუნაში მდებარე ასზე მეტი საფლავი, რომელზეც დაუდგენელმა პირებმა ნაცისტური სიმბოლოები დახატეს და ანტისემიტური წარწერები დატოვეს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა მომხდარს უწოდა ამაზრზენი ქმედება და რესპუბლიკის ფასეულობების შეურაცხყოფა. კასტანერის მტკიცებით, პოლიცია ყველაფერს აკეთებს დამნაშავეთა მოსაძებნად.

2019 წლის თებერვალში ებრაელთა სასაფლაო შეურაცხყვეს ელზასის მხარის კაცენჰაიმის კომუნაშიც. ვანდალიზმის დასაგმობად კაცენჰაიმში პირადად ჩავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის ქალაქებში კი გაიმართა საპროტესტო აქციები ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG