Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯანდარის ტბაზე დაკარგულების ცხედრები იპოვეს


საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მაშველებმა მიაკვლიეს ჯანდარის ტბაზე რამდენიმე დღის წინ დაკარგული მოქალაქეების ცხედრების.

​„ჯანდარის ტბაზე დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები 3 დღის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი ტექნიკა, ვერტმფრენი, სითბური დრონი და ცოცხალი ძალა, მათ შორის მყვინთავთა ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებდა. პარალელურ რეჟიმში ხორციელდებოდა ტბის სანაპირო ზოლის მონიტორინგი“,- ნათვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

საძიებო ოპერაცია მიმდინარეობდა როგორც საქართველოს, ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიებზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში, ჯანდარის ტბაზე ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG