Accessibility links

logo-print logo-print

ნატოს ლიდერები ალიანსის 70-ე წლისთავს აღნიშნავენ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე


ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურები შეეცდებიან, ერთიანობა აჩვენონ 4 დეკემბერს, როცა ოფიციალური მოლაპარაკებები იმართება და დასრულდება სამიტი, რომელიც ეძღვნება დასავლეთის სამხედრო ალიანსის 70-ე წლისთავს.

სასტუმრო უოტფორდში სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ლონდონში შეკრებილები გამოაქვეყნებენ ერთობლივ დეკლარაციას, რომელშიც ხაზი გაესმება მათ ერთგულებას ნატოსადმი და ალიანსის მზადყოფნას, მოერგოს არსებულ მუქარებსა და გამოწვევებს.

სამიტის მასპინძელი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი სამიტის მონაწილეებს ერთობისკენ მოუწოდებს და შეახსენებს, რომ ერთმანეთის დაცვა წარმოადგენს ტრანსატლანტური ალიანსის საფუძველს, რომელიც მას ჩაუყარეს აშშ-მა, კანადამ და ათმა ევროპულმა სახელმწიფომ 1949 წელს კოლექტიური თავდაცვის პრინციპით საბჭოთა ექსპანსიის ფონზე.

4 დეკემბრის შეკრების დაწყებამდე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში, რადგან შევძელით ისევ და ისევ შევცვლილიყავით, როდესაც სამყარო იცვლება. ნატო არის სწრაფი, ნატო აქტიურია, ნატოს შეუძლია ადაპტაცია, დასძინა სტოლტენბერგმა.

ორდღიანი შეხვედრის პირველი დღე დაჩრდილა უთანხმოებამ მოკავშირეებს შორის სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის და ასევე გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კომენტარების გარშემო ნატოს შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG