Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდის პოლიციის უფროსი უმოქმედობაში დაადანაშაულეს


ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია
ზუგდიდის პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხატია დეკანოიძე და სალომე სამადაშვილი იმყოფებოდნენ ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს შენობასთან, სადაც მოითხოვეს პოლიციის უფროს ირაკლი ფაცაციასთან შეხვედრა მედიის თანდასწრებით. მათი განცხადებით, პოლიციის უფროსისგან აინტერესებდათ, რატომ იყვნენ სამართალდამცავები უმოქმედოდ და რატომ არ დაიცვეს ვანდალიზმისგან „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ფაცაცია დეკანოიძესთან, სამადაშვილსა და მედიასთან შესახვედრად პოლიციის შენობის გარეთ გამოვიდა. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან პოლიციის ორი ეკიპაჟი აქციის დაწყებამდე განთავსდა, მას შემდეგ, რაც პარტიის წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია დაგეგმილი აქციის შესახებ. ირაკლი ფაცაციას თქმით, სიტუაციის დაძაბვის შემდეგ პოლიციის დამატებითი ძალის მობილიზება მოხდა და სამართალდამცავები კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ.

თავის მხრივ, ხატია დეკანოიძემ პოლიციელების ქმედებას სამარცხვინო უწოდა, სალომე სამადაშვილმა კი თქვა, რომ გუშინ პოლიციამ შინაგან საქმეთა მინისტრის დავალება შეასრულა.

3 დეკემბერს, ზუგდიდში გაიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო აქცია, რომლის მონაწილეებმა პარტიის ოფისს კვერცხები, ბოთლები, ცოცხები და რკინის ყავარჯნები დაუშინეს და ფასადის შუშა ჩაამსხვრიეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG