Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრესის ცნობით, სპეცსამსახურები გავლენას არ ახდენდნენ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებაზე


კონექტიკუტის შტატის პროკურორმა ჯონ დარემმა ვერ იპოვა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე გამოძიებაში აშშ-ის სპეცსამსახურების მონაწილეობის მტკიცებულებები, იტყობინება Washington Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ამის შესახებ ინფორმაციას შეიცავს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ანგარიში, რომელიც 9 დეკემბერს გამოქვეყნდება.

მაისში, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა დარემს დაავალა, გაერკვია, რატომ დაიწყო რუსეთის ჩარევის გამოძიება. დარემს ასევე უნდა გამოერკვია FBI-ის მიერ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა სატელეფონო საუბრების მოსმენის კანონიერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG