Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძე ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას აანონსებს


„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, მერიის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს მოწოდებებს, 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, დაიწყება საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა.

„საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას დავიწყებთ თუ რეგიონებში გაფრთხილებებს არ იღებს ყურად ხელისუფლება“, -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისი სიტყვებით, „ქუთაისში დღეს გამართული აქცია იქნება გაფრთხილება ხელისუფლებისთვის, თუ ისინი გონს არ მოეგებიან დაიწყება წინააღმდეგობის მოძრაობა“.

მოძრაობის მიზნებზე და სამოქმედო გეგმაზე ისინი მოგვიანებით მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას.

ქუთაისში 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან მსვლელობა დაიწყო მერიის მიმართულებით. ოპოზიციის წარმომადგენლებს შეურთდნენ თბილისიდან ჩასული, ასევე ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტებიც.

ამ წუთებში მერიის შენობის წინ მიტინგი იმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG