Accessibility links

logo-print logo-print

ქუთაისში აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" მომხრეები დაუპირისპირდნენ


ქუთაისში საპროტესტო აქცია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა. პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლების პარალელურად, აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე თავდაპირველად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლთა თქმით, აქციის მონაწილეებს დაახლოებით ათი ადამიანი დაუპირისპირდა. ისინი აღნიშნავენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი მათი დაშინება და მორალურად გატეხვაა: „მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მათ არ აკავებს, მოძრაობის წევრებს არ ეშინიათ და სხვა ქალაქებშიც ჩაატარებენ აქციებს“.

„შეცვალეს“ წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა აქტივისტები დაჭერით ვერ შეაშინა და ახლა გადაწყვიტა, რომ საკუთარი მომხრეების მობილიზებით დააშინებს მათ, თუმცა არ გამოსდის.

ოპოზიცია პროპორციული არჩევნების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვას სხვა დიდ ქალაქებშიც გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG