Accessibility links

site logo site logo

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი: სოციალური მედია ვერ ებრძვის მანიპულაციებს


ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის გამოკვლევის თანახმად, მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელები წარუმატებელი არიან თავიანთი პლატფორმების რეგულირებაში მანიპულაციებთან ბრძოლის მიზნით.

ცენტრის მკვლევრები 6 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერენ, რომ სოციალური მედიის მანიპულაცია ფრონტის ახალ ხაზად გადაიქცა ანტაგონისტებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გავლენა მოახდინონ არჩევნებზე, მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის პოლარიზება, სხვა მიმართულება მისცენ კანონიერ პოლიტიკურ დისკუსიებს.

ანგარიში გამოქვეყნდა მაშინ, როცა ბრიტანელი და ამერიკელი ოფიციალური პირები, სხვათა შორის, არჩევნებისთვის ემზადებიან და ცდილობენ, თავიდან აიცილონ მანიპულირება სოციალურ მედიაში, როგორც ეს მოხდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 2016 წელს, და იმავე წელს, ბრიტანეთში ევროპის კავშირის დატოვების რეფერენდუმისას.

მკვლევრებმა ჩაატარეს ოთხთვიანი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მათ მოიპოვეს Facebook-ზე, Instagram-ზე, YouTube-ით და Twitter-ით პოსტების გამოქვეყნების უფლება და აკვირდებოდნენ, როგორ რეაგირებდა მომხმარებელი განზრახ მანიპულებულ სამსახურებზე. მათი დასკვნით, არაკეთილგანწყობილი და ყალბი ქმედება ხშირად შეუმჩნეველი ხდებოდა, რაც ზრდის შანსს, რომ ბოროტი განზრახვის მქონე მანიპულატორებს შეუძლიათ დემოკრატიულ პროცესებზე ზემოქმედება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG