Accessibility links

საჭიროა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან პარტიების ფინანსური მხარდაჭერა


ავტორი: დავით გილაძე

წარმომადგენლობითი დემოკრატიის პირობებში, პარტიული ორგანიზაციები მთავარ აქტორებს წარმოადგენენ პოლიტიკურ სივრცეში. აღსანიშნავია რომ მათი აქტიური ფუნქციონირება და საქმიანობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოში ჯანსაღი დემოკრატიული გარემოს არსებობას. შესაბამისად მათი როლი ქვეყანაში საკმაოდ დიდია, ვინაიდან ისინი არიან ფაქტიურად დამაკავშირებლები მოსახლეობის ხმასა და პოლიტიკას შორი, ეს უკანასკნელი კი ფაქტიურად საზოგადოების ყველა სფეროს ეხება და გარკვეულ წილად მოქმედებს მასზე სახელმწიფოში.

ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეს თან ახლავს გარკვეული ხარჯები, მისი ნორმალურად შესრულებისათვის. განსაკუთრებით კი არჩევნებისათვის სამზადისის პერიოდში, პარტიებს უწევთ დიდი ხარჯების გაწევა რათა ჩამოაყალიბონ და გაზარდონ საკუთარი ელექტორათი, რათა არჩევნებში საკმარისი ხმების მიღების შედეგად, წარმატებით აღასრულონ მათი მოვალეობა, ანუ საზოგადოების ხმა და ინტერესები გააჟღერონ პოლიტიკურ სივრცეში. აღწერილი მოცემულობიდან ლოგიკური დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ზოგადად სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვისა და ხელისუფლების ჩამოყალიბებისათვის პარტიები აუცილებელია, მაშასადამე აუცილებლობას წარმოადგენს ასევე მათი დაფინანსებაც. ხოლო ამას მოყვება ლოგიკური კითხვა, უნდა უზრუნველყოს თუარა სახელმწიფომ პარტიები დაფინანსებით.

თუმცა, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ პარტიებს ისედაც ყავთ ხშირად დამფინანსებლები, კერძო პირებისა და ლობისტების სახით. ეს უკანასკნელნი მზად არიან გაიღონ თანხები, რათა დაეხმარონ პარტიებს საარჩევნო კამპანიის წარმოების დროს, მაგრამ ამავე დროს გარკვეული ‘’ჯილდოს’’ სანაცვლოთ, ვინაიდან მათ გააჩნიათ პირადი ინტერესები და მოელიან სარგებელს პარტიებისგან. ამის გათვალისწინებით, რაც უფრო მეტად იქნება პარტია დაფინანსებული კერძო პირებისა და ლობისტების მიერ, მით მეტად იქნება ვალდებული ანგარიში გაუწიოს ამ უკანასკნელთა ინტერესებს, მაშასადამე მით უფრო ნაკლები რესურსი ექნება საზოგადოების ინტერესების წინა რიგზე წამოწევისთვის.

ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ადამიანებს, რომ საკუთარი სურვილისამებრ დააფინანსონ რომელიმე პარტია, ვინაიდან ეს მათი თავისუფლების შეზღუდვის ტოლფასი იქნება და ეს საკითხი არც დგას დღის წესრიგში. სამაგიეროდ უნდა გავიაზროთ ერთი რამ: თუკი სახელმწიფო არ დააფინანსებს მოცემულ პარტიებს, მათ სხვა არჩევანი უბრალოდ არ ექნებათ და გაიზრდება მოთხოვნილება კერძო დამფინანსებლებზე, შესაბამისად გაიზრდება კერძო პირადი ინტერესების შედინება პოლიტიკაში, საზოგადობრივის მაგივრად და პარტიების ერთადერთ იმედი ლობისტური ჯგუფები იქნებიან.

აქედან გამომდინარე სრულიად ჯანსაღად მეჩვენება ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებული პარტიები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. თეორიული განხილვის პირობებში ვერ გავექცევით ამ ფაქტს, მიუხედავად იმისა რომ პრაქტიკაში ყველაფერი მეტად კომპლექსურია და საზოგადოების ერთმა ნაწილმა შეიძლება პრეტენზია გამოთქვას იმის გამო, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსდეს მათთვის მიუღებელი პარტია. საბედნიეროდ პარტიებს ჭირდებათ გარკვეული ხმების რაოდენობა არჩევნებში, რის შემდეგაც იღებენ პრივილეგიას დაფინანსდნენ სახელმწიფოს მიერ, აქედან გამომდინარე საზოგადოების უკმაყოფილო ნაწილს უკვე ემატება ლოგიკურად სამართლიანი აზრის მქონე ადამიანები, რომლებიც ემხრობიან მათი არჩეული პარტიის დაფინანსებას.

მეორეს მხრივ, იდეის დონეზე შეგვიძლია განვიხილოთ შემთხვევა, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებს ან სოლიდური ხმების რაოდენობას მიიღებს პარტია, რომელიც თავის დროზე არ იყო ‘’პერსპექტიულად’’ აღქმული ლობისტების მიერ და შესაბამისად ის საკუთარი სახსრებით ცდილობდა ელექტორატის გაზრდასა და კამპანიის წარმოებას. ის ფუნქცია რომელსაც, საზოგადოებრივი აზრის გადაცემა ნიშნავს, სწორედ საზოგადოებისთვისაა აუცილებელი და მომგებიანი, შესაბამისად ამ უფლების მიღწევისათვის საჭირო და გაღებული თანხის ანაზღაურება ბიუჯეტიდან, რომელიც სწორედ ზემოთ ხსენებული საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადებისაგან იქმნება, სრულიად რაციონალურად და აუცილებლადაც მიმაჩნია.

ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი პარტიებისადმი, ერგვარ კომპენსაციას წარმოადგენს, იმ მიზნის მიღწევისთვის ბრძოლის შედეგად დახარჯული სახსრებისათვის, რაც მეტად აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, პარტიებისთვის გაცემული დაფინანსება სახელმწიფოს მიერ, ფაქტიურად უზრუნველყოფს და ასტიმულირებს ხალხის ინტერესების მეტად გადინებას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან პოლიტიკაში, რაც საბოლოო ჯამში აისახება პროგრესსა და კეთილდღეობაში.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG