Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალწლის აღლუმი რუსთაველზე - ივანიშვილის გარეშე!


ავტორი: გიორგი ერიშვილი

3 დეკემბრის ღამის გამოშვებაში, სატელევიზიო არხ „მთავარის“ სტუდიაში დავით ბერძენიშვილმა ჩამოთვალა რუსეთზე ორიენტირებული პარტიების სახელები და მათი მომხრეების რიცხვი 10 პროცენტს გაუთანაბრა.

ჩვენს დედაქალაქში დღეს, საზღვარგარეთ გახიზნული ქართველების გათვალისწინებით, მილიონნახევრიანი მოსახლეობა სადღაც მილიონ „ს ჩემ ტა“-ს დონეზეა ჩამოქვეითებული და მისი 10%, ანუ რუსული ორიენტაციის მომხრე ეს „ს ჩემ ტა“ სადღაც 100 000 კაცს უნდა შეადგენდეს.

აქედან გამომდინარეობს, რომ დასავლეთის მომხრე მილიონ (1 000 000) კაცზე თბილისში ასი ათასი (100000) რუსეთის მომხრე მოდის.

გვინდა თუ არა, ამ მომხრეობაზეა სწორედ გათვლილი ყოველი დიდი მიტინგი და მანიფესტაცია საქართველოში და მის დედაქალაქში.

ახლა გავიხსენოთ მიმდინარე ასწლეულის პოლიტიკური გეზის ცვლილებათა ორი მაპროვიცირებელი და განმსაზღვრელი აქცია თბილისში, რომლებიც „7 ნოემბრისა“ და „26 მაისის“ სახელებით არის ცნობილი.

დღეს განსაკუთრებულად იწონებენ ხოლმე თავს ეგრეთ წოდებული დემოკრატიული წრთობის პოლიტიკოსები საკუთარი მონაწილეობით ამ აქციებში, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წევრები და ამ პარტიასთან დაახლოებული პირები თავზე ნაცარს იყრიან და ერთმანეთს ასწრებენ ბოდიშების მოხდით.

არადა, იყო თუ არა მაშინ სახელისუფლებო გადაცდომები, ყველას ერთდროულად ავიწყდება, რომ ორივე შემთხვევაში ხელისუფლების ვექტორი იმპერიული რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული და ამიტომაც, დასავლეთის მომხრე მილიონი თბილისელი თავ-თავის სახლებში იყო ჩაკეტილი და ღმერთს სთხოვდა მოვლენათა მშვიდობიანად დასრულებას!

ხოლო ამ მიტინგ-მანიფესტაციის მონაწილენი ძირითადად გახლდნენ რუსეთუმე პუტჩისტები, რომლებმაც ჯერ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, მერე ედუარდ შევარდნაძე ჩამოიყვანეს საქართველოში და ახლა ივანიშვილს უდგანან მხრებში ყავარჯნებად! კიდეც რომ მათი ნახევარი გამოსულიყო ქუჩაში, 50 000 კაცს მაინც მოაგროვებდნენ და, ცხადია, ამ რაოდენობის მანიფესტაცია ძალზე შთამბეჭდავად უნდა გამოჩენილიყო. აკი გამოჩნდა კიდეც და მტკივნეულადაც დაამახსოვრა თავი ბურჯანაძის „ბელა ჩაოს“ მელოდიებით ყურებდავსებულ დედაქალაქს!

შემთხვევითიც არ იყო თარიღების დამთხვევა - ერთგან საბჭოურ-ბოლშევიკური სახელმწიფოს დაფუძნების და მეორეგან - ეროვნული დამოუკიდებლობის: ერთის გამამართლებლად და მეორის დამამცრობლად!

ხოლო დღეს, როდესაც ქალაქის მილიონი მცხოვრები გამოთქვამს თავის აღშფოთებას გააზნაურებული მდაბიოს გატეხილი პირობის გამო, ნიშანდობლივია, რომ მაშინდელი მანიფესტანტები - 100 000-ის ოდენობით ჩაკეტილნი არიან თავიანთ სახლებში და ერთი სული აქვთ, როდის ჩაცხრება მილიონი თბილისელის სამართლიანი აღშფოთება.

იმავე გადაცემაში, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, წამყვანი ეკა კვესიტაძე სარკასტულად მოიხსენიებდა ტელეარხ „იმედის“ ინტერაქტივის შედეგებს, სადაც მაყურებელთა 95% მოითხოვდა საპროტესტო მოძრაობის შეწყვეტას.

„იმედის“ ტელეარხის საინფორმაციო მონაცემებს ყოველთვის აქვთ სარკაზმის საფუძველი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი იყო სადავო. არხის გადაცემებს მეტწილად უყურებენ პუტჩისტი რუსეთუმეები და ამიტომაც არ არის გასაკვირი მათი ცხოველური შიში თბილისელების თავისუფალი ნების აღსრულების მიმართ.

ჰოდა, ყოველი ღირსეული თბილისელის ვალია, მისცეს მათ შიშს ბუნებრივი გამოხატვის საშუალება. ამ გამოხატვის საუკეთესო მახასიათებელი უნდა გახდეს ახალი წლის ღამე თბილისში, როდესაც ისინი თავს ვერ გამოყოფენ სახლებიდან მათთვის უცხო გარემოში მოხვედრის შიშით.

31 დეკემბერს ახალწლის ღამე რუსთაველზე უნდა გადაიზარდოს საერთო აღლუმში ყველა რუსეთუმეს საწინააღმდეგოდ - „ვარდების მოედნიდან“ „თავისუფლების მოედნამდე“ და ხალხით გადავსებულმა სივრცემ დამდეგ 2020 წელს თბილისი უნდა დაგვიკვებოს დედაქალაქად ივანიშვილის გარეშე!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG