Accessibility links

ბელარუსში აპროტესტებენ რუსეთთან ინტეგრაციას


ბელარუსში აპროტესტებენ რუსეთთან ინტეგრაციას
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

მინსკში გაიმართა არასანქცირებული ქუჩის აქციები, რომელთა მონაწილეები ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ გამოდიან. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ცოცხალი ჯაჭვი შექმნა ქალაქის ცენტრში. მათ ეჭირათ ბელარუსის 1995 წლამდელი ეროვნული დროშები, რომლებსაც ახლა ნაციონალისტები გამოიყენებენ. 7 დეკემბერს სოჭში გაიმართა რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკას შეხვედრა. მათი შეხვედრის თემა იყო ორი ქვეყნის ინტეგრაციის გაღრმავება რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნის 20 წლისთავთან დაკავშირებით. ამჟამად ეს სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. 1999 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებდა ერთობლივი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG