Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა განაახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბანთან


შერიგების პროცესის ფარგლებში გასამხედროებული დაჯგუფებების წარმომადგენლები იარაღს აბარებენ ჯალალაბადში. 2019 წ. 5 დეკემბერი.
შერიგების პროცესის ფარგლებში გასამხედროებული დაჯგუფებების წარმომადგენლები იარაღს აბარებენ ჯალალაბადში. 2019 წ. 5 დეკემბერი.

აშშ-მა განაახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები რადიკალურ დაჯგუფება თალიბანთან. ეს მოხდა სამი თვის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, შეწყვეტილიყო დიალოგი, რომლის მიზანი ავღანეთში ომის დასრულებაა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს კატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც იმყოფება გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელობა, იტყობინება „ამერიკის ხმა“ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, მოლაპარაკების მიზანია, შემცირდეს ძალადობა, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს მოლაპარაკებები ავღანეთის შიგნით და ზავი. აშშ-ის დელეგაციას კვლავ ხელმძღვანელობს ზალმაი ხალილზადი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში მშვიდობის დამყარების საქმეში.

შაბათს გამართული შეხვედრის ბოლოს თალიბანის წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა ტვიტერში დაწერა, რომ მხარეები კვირას კვლავ განაგრძობენ დისკუსიას.

სექტემბერში ტრამპმა შეწყვიტა თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მას მერე, რაც ქაბულში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო აშშ-ის ერთი სამხედრო მოსამსახურე.

ნოემბრის ბოლოს ტრამპი მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს. მან დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ განაახლა თალიბებთან მოლაპარაკებები და რომ თალიბანი მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად. ეს განცხადება თავად თალიბებმაც დაადასტურეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG