Accessibility links

logo-print logo-print

სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალ ზელანდიაში


ახალი ზელანდიის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულის, უაიტ აილენდის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. დაშავებულია 20 კაცი, 18-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ვულკანი 9 დეკემბერს ამოიფრქვა.

მაშველებმა კუნძულიდან 23 ადამიანი გამოიყვანეს. სტიქიური უბედურების არეალში დაახლოებით 100 კაცი იმყოფებოდა.

ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულსა და მის გარშემო ტურისტების გარკვეული რაოდენობა იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დასახმარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG