Accessibility links

logo-print logo-print

რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი: 2019 წლის აპრილიდან დონეცკისა და ლუგანსკის 125 ათასმა მოქალაქემ მიიღო რუსეთის პასპორტი


რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ კოლოკოლცევის განცხადებით, 2019 წლის აპრილიდან რუსეთის პასპორტები მიიღო 125 ათასმა ადამიანმა, რომლებიც უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ცხოვრობენ.

სულ, საბუთების მიმღებ ოფისებში, როსტოვის ოლქში, რუსეთში, პასპორტის მიღების თხოვნით მივიდა 160 ათასი ადამიანი.

განკარგულებას პასპორტების გაცემის შესახებ ამ ტერიტორიების მოსახლეობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა წელს, აპრილში. ივლისიდან კანონი გავრცელდა სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მყოფ რეგიონებზე უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში.

უკრაინის მთავრობამ ამ პროცედურის მიხედვით გაცემული პასპორტები უკანონოდ გამოაცხადა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს კანადის ხელისუფლებამ და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.


საპასუხო ნაბიჯი გადადგა უკრაინის მთავრობამ და პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვით უკრაინის პასპორტების მიღება გაუმარტივდათ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც „პოლიტიკური მრწამსის გამო სდევნიან“ ან „უზრუნველყვეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოება და უკრაინის დაცვა“.

9 დეკემბერს გაიმართება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ორმხრივი შეხვედრა პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ელისეს სასახლეში ერთმანეთს ხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები. წინასწარი ინფორმაციით, სამიტი დაახლოებით 3 საათამდე გასტანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG